ჩვენ შესახებ

 

g.Vino – ეს არის კომპანია შექმნილი ისეთი ადამიანების მიერ, ვისაც უსაზღვროდ უყვარს და აფასებს ბუნებრივ/ნატურალურ ღვინოს და აქ სიტყვები “ბუნებრივი და ნატურალური” უმნიშვნელოვანესია.

ჩვენ გვამოძრავებს ერთი საერთო მიზანი: თქვენამდე მოვიტანოთ ყველაზე უნიკალური და ნამდვილი გემოები. აქ თქვენ ვერასდროს ნახავთ დიდი წარმოების ინდუსტრიულ ღვინოს. ვერც პატარა მარნებს, რომლებიც არ იყენებენ ტრადიციული (ნატურალური) ღვინის დაყენების პრაქტიკას. მათი მიგნება ძალიან მარტივად, თითქმის ყველგან შეგიძლიათ.

ჩვენთან მხოლოდ ის გულანთებული მეღვინეები არიან, რომლებიც მიუხედავად დიდი სირთულეებისა, მაინც ღვინის დაყენების ნატურალურ მეთოდებს იყენებენ. ეს არის ვენახები, რომლებიც არ იწამლება არანაირი მავნე ქიმიკატებით. ვენახები, რომლის თითოეული მტევანი ხელის გულზეა ნატარები. ღვინოები, რომლებიც ვენახის ადგილმდებარეობას და იმ კონკრეტული წლის მოსავლის თავისებურებას ასახავენ. ღვინოები, რომელიც დამზადებულია მხოლოდ ყურძნის წვენისგან და არიან ისეთივე განსხვავებული, როგორც მათი შემქმნელი მეღვინეები. ღვინოები რომელიც არ შეიცავენ არანაირ საღებავებს, ხელოვნურ საფუარს ან დამატებითი გემოს შემძენ ნივთიერებებს. ღვინოები, რომლებიც თავიანთი ნამდვილი და ცოცხალი გემოებით ანგრევენ მითებს და ცდებიან ჩარჩოებს.

აი, ასეთი ღვინო გვიყვარს ჩვენ: ცოცხალი და მეტყველი. ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ გავზარდოთ ნატურალური ღვინის ცნობადობა. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ღვინის მოყვარულებს უკეთ გაიგონ და დააფასონ ნატურალური ღვინის, ხანდახან უჩვეულო, თუმცა განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ხასიათი.

ესაა ჯი.ვინო – იყავი ბუნებრივი!